Sunday, June 29, 2014

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია



                             გავიმეორეთ განვლილი მასალა და შევაჯამეთ . მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო . ერთმანეთს დავუსვით კითხვები, გავუზიარეთ გამოცდილება და აზრები პროექტებით სწავლების შესახებ.
                 ყველა მსმენელს ვულოცავ ინტელის ძირითადი კურსის წარმატებით დასრულებას.
                 დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს დათო მალანიას საინტერესო ტრენინგისათვის.



მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მერვე დღე

                 
             მერვე დღეს  დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. განვიხილეთ მერვე მოდული სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება . გადავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო , გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვამზადეთ დრაივზე ასატვირთად. ძველი ატვირთული მასალები კი წავშალეთ.ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე.შემდეგ ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია.
                 ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე. 

ტრენინგის მეშვიდე დღე


    ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით და გადავედით ახალ მასალაზე.გავეცანით მეშვიდე მოდულსფასილიტაცია ტექნოლოგიებით, თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესში. ვივარჯიშეთ ტესტების შედგენაზე.
             მაქვს მოლოდინი , რომ ტრენინგზე ახალი ტექნოლოგიების დაუფლების შედეგად შევიტან ბევრ სიახლეებს საგაკვეთილო პროცესში


ტრენინგის მეექვსე დღე

 
        წინა დღის რეფლექსიის შემდეგ განვიხილეთ intel-ის პროგრამაში განთავსებული მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები: თვითშეფასების და შეფასების რუბრიკები,კითხვარები.Google drave-ზე ავტვირთეთ გაკეთებული პრეზენტაციები და განვათავსეთ ბლოგზე.ასევე ვივარჯიშეთ ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებში ცვლილებების შეტანაზე.გავიაზრეთ , თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება საავტორო უფლებების დაცვას.განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები.
                ვფიქრობ, რომ უკეთესად გავერკვიე შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებში და შევეცდები აქტიურად გამოვიყენო სასწავლო პროცესში. 

პროექტის პორტფოლიო

Saturday, June 14, 2014

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

             ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ პროექტის შედეგები .ვივარჯიშეთ მოსწავლის თვალთახედვით სასწავლო ნიმუშების შედგენაზე, ვიმუშავეთ ბუკლეტებისა და და გაზეთების შექმნაზე,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.შევარჩიეთ სტრატეგიები პროექტზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად.
                     ყველაფერი ეს დამეხმარება მოსწავლეთა მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. 

Wednesday, June 11, 2014

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია




              ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღის შესწავლილი მასალა.
                               შემდგომ განვიხილეთ მესამე მოდულის აქტივობები,რომლებიც ითვალისწინებდა სხვადასხვა მეთოდის განხილვასა და პრეზენტაციის მომზადებას ჩვენს სასწავლო პროექტზე.გავიხსენეთ POUER POINT--   ის საპრეზენტაციო პროგრამა და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშების დაგეგმვასა და სტანდარტებისა და მიზნების შექმნაზე. ვნახეთ ფილმის "POUER POINT"  კლავს ქართული ვერსია.
                         ვფიქრობ , რომ არ გამიჭირდება დავალების შესრულება და შემდგომში ეს დამეხმარება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში. 

Monday, June 2, 2014

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია



მოვახდინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედარება სავარჯიშოებზე დაყრდნობით,რაც გამოდგა საკმაოდ ნაყოფიერი.გავხსენით ბლოგი ჩვენი ახალი პროექტისთვის, ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი, გამოვაქვეყნეთ პირველი და მეორე დღის რეფლექსია ჩვენს ბლოგზე.ვიხილეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები. ბლოგებზე გამოქვეყნებული მასალები დაგვეხმარება ურთიერთგამოცდილების  გაზიარებაში. 

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

 



      შევიმუშავეთ სტანდარტები და კითხვის სწორად დასმის სტრატეგიები  ჩვენი  პროექტისათვის,  ჩამოვაყალიბეთ  სასწავლო ამოცანები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები შევუსაბამეთ მიზნებს, მოვიკვლიეთ შეფასების ეფექტური სტრატეგიები,მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი.ეს დღე ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი და სიახლეებისმომცემი. 

Sunday, June 1, 2014

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

      ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა წარმოგვიდგინა თავი, ასევე  გავეცანით ტრენინგის თითოეულ მონაწილეს. დავათვალიერეთ და წავიკითხეთ პროექტის გეგმები,შევქმენით საქაღალდეები, გავარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, გავეცანით პროექტის შაბლონს,  დავათვალიერეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი,გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს.ყოველივე ეს გამომადგება უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში