Sunday, June 29, 2014

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია



                             გავიმეორეთ განვლილი მასალა და შევაჯამეთ . მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო . ერთმანეთს დავუსვით კითხვები, გავუზიარეთ გამოცდილება და აზრები პროექტებით სწავლების შესახებ.
                 ყველა მსმენელს ვულოცავ ინტელის ძირითადი კურსის წარმატებით დასრულებას.
                 დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს დათო მალანიას საინტერესო ტრენინგისათვის.



მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მერვე დღე

                 
             მერვე დღეს  დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. განვიხილეთ მერვე მოდული სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება . გადავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო , გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვამზადეთ დრაივზე ასატვირთად. ძველი ატვირთული მასალები კი წავშალეთ.ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე.შემდეგ ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია.
                 ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე. 

ტრენინგის მეშვიდე დღე


    ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით და გადავედით ახალ მასალაზე.გავეცანით მეშვიდე მოდულსფასილიტაცია ტექნოლოგიებით, თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესში. ვივარჯიშეთ ტესტების შედგენაზე.
             მაქვს მოლოდინი , რომ ტრენინგზე ახალი ტექნოლოგიების დაუფლების შედეგად შევიტან ბევრ სიახლეებს საგაკვეთილო პროცესში


ტრენინგის მეექვსე დღე

 
        წინა დღის რეფლექსიის შემდეგ განვიხილეთ intel-ის პროგრამაში განთავსებული მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები: თვითშეფასების და შეფასების რუბრიკები,კითხვარები.Google drave-ზე ავტვირთეთ გაკეთებული პრეზენტაციები და განვათავსეთ ბლოგზე.ასევე ვივარჯიშეთ ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებში ცვლილებების შეტანაზე.გავიაზრეთ , თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება საავტორო უფლებების დაცვას.განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები.
                ვფიქრობ, რომ უკეთესად გავერკვიე შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებში და შევეცდები აქტიურად გამოვიყენო სასწავლო პროცესში. 

პროექტის პორტფოლიო